შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ქართული ოცნება" ევროკავშირთან პოლიტიკურ ვაჭრობას მართავს
07.07.2022
უკან დაბრუნება
„ქართული ოცნება" ევროკავშირთან პოლიტიკურ ვაჭრობას მართავს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროპა საქართველოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი 5-დან 2%-მდე დაიწევს. კობახიძის განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპიორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით წარიმართება..მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის.