შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ოთხკვირიანი პროგრამა დაასრულა
06.07.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ოთხკვირიანი პროგრამა დაასრულა. პროგრამა სამი ეტაპისაგან შედგებოდა და სამეთაურო საშტაბო სწავლებას, საბრძოლო სროლებსა და საველე მომზადებას მოიცავდა. 23-ე ქვეითმა ბატალიონმა მოწინააღმდეგის მობრუნების, აღკვეთისა და ობიექტზე რეიდის ჩატარების ოპერაციები განახორციელა. სწავლებას დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრნენ.