სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა ქუთაისის მერიის შენობის წინ აქცია გამართეს
06.07.2022
უკან დაბრუნება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა ქუთაისის მერიის შენობის წინ აქცია გამართეს. ისინი მენეჯერის მაია რუხაძის სამსახურიდან განთავისუფლებას აპროტესტებენ და მის თანამდებობაზე დაბრუნებას მოითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ მათთვის უცნობია მენეჯერის სამსახურიდან გაშვების მიზეზი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ამბობენ,რომ მუშაობას არ წყვეტენ და გამოძახებებზე მერიის შენობიდან გავლენენ. მედიკოსები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევევაში პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.