შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოში მწვანე ბანაკი გაიხსნა
05.07.2022
უკან დაბრუნება
ხუთი დღის განმავლობაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 26 მოსწავლე საბანაკო ცხოვრებაში ჩაერთვება. ბანაკი სასწავლო, შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობებით დაიტვირთება. მონაწილეთა შერჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და პროექტის ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში ჩართულობით მოხდა. საერთაშორისო პროექტი “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია.