132-ე დღეა უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება
05.07.2022
უკან დაბრუნება
132-ე დღეა უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალები სარაკეტო და ავიაიერიშებს არ წყვეტენ. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაში იყო გამოცხადებული. გამთენიისას აფეთებების ხმა ისმოდა ხარკოვსა და დნეპროში.პერმანენტულად იბომბება დონეცკის ოლქი. მაკეევკაზე მიტანილი იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. მოსახლეობა მასობრივად ტოვებს კრამატორსკს. ქალაქ ლისიჩანსკის დაკავების შემდეგ ოკუპანტები პრაქტიკულად სრულად აკონტროლებენ ლუგანსკის ოლქს. ადგილობრივი სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, ლისიჩანსკში 10 ათასზე მეტი ადამიანია დარჩენილი.