მარნეულში შუახნის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით,შემთხვევა ერთ-ერთი რესტორნის ეზოში მოხდა.45 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს,თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს -108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.