საქართველოში კოვიდ 19-ის შემთხვევებმა იმატა.
ქვეყნის მასშტაბით გასულ კვირაში კორონავირუსი 123 პაციენტს დაუდასტურდა, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კოვიდ 19-ის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მორიგი ტალღის თავიდან აცილების მიზნით, მედიკოსები მოსახლეობას ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესრულებას ურჩევენ,რომლის თანახმად-პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში სავალდებულოა.