სროლა კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 22 წლის დანიელი მამაკაცი დააკავეს. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია,თუმცა პოლიცია ტერორისტულ აქტს არ გამორიცხავს. ჯერჯერობით ასევე უცნობია მომხდარში მონაწილეობდნენ თუ არა სხვა თავდამსხმელები.