იტალიის ალპებში მყინვარის ჩამოშლას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა
04.07.2022
უკან დაბრუნება
იტალიის ალპებში მყინვარის ჩამოშლას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. სამოქალაქო დაცვის ოფიციალური ინფორმაციით,ადგილზე დაახლოებით კიდევ 10 ადამიანს ეძებენ. ზვავი მარმოლადეს მთიდან მაშინ ჩამოწვა,როდესაც მოლაშქრეთა ჯგუფი ბილიკზე გადაადგილდებოდა.