შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აქცია „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს
04.07.2022
უკან დაბრუნება
აქცია „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეების ნაწილი, რომელმაც ღამე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს, ხმაურით, სტვენითა და დასარტყამი ინსტრუმენტების თანხლებით გამოხატავდნენ პროტესტს ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ. მათ ხელში საქართველოსა და ევროკავშირის დროშა ეჭირათ. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.