საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2022“ გრანპრის მფლობელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრი გახდა
02.07.2022
უკან დაბრუნება
საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2022“ გრანპრის მფლობელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრი გახდა.
ერთმოქმედებიანი პიესა, ,, ქალაქი’’ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით, ახალგაზრდა რეჟისორმა, ქეთევან სამხარაძემ დადგა.
ფესტივალის ფარგლებში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იყო 17 სპექტაკლი,გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.
პროექტს მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს.
ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.