უკრაინაში 2 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ოდესის ოლქის სოფელ სერგეევკაზე, 1 ივლისის ღამეს განხორციელებული სარაკეტო იერიშისას 21 ადამიანი დაიღუპა.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მარჩენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, გლოვის ნიშნად, ადგილობრივი თვითმმართველობის, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სახლებსა და შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
რაკეტები ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციულ ცენტრს მოხვდა.