მკვლელობა ქუთაისში.
არსებული ინფორმაციით მამაკაცმა ყოფილ ცოლს ჭრილობა ყელის არეში დანით მიაყენა .
შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. გარდაცვლილის მეუღლე სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე აიყვანეს.
მეზობლების თქმით ის ბინაში ჩაკეტეს და პოლიცია გამოიძახეს.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, 36 წლის ქალი ნაქირავებ ბინაში შვილთან ერთად ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.