თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა და ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა
01.07.2022
უკან დაბრუნება
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა და ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა. როგორც თურქული მედია წერს, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. პირველადი მონაცემებით, დაზიანებულია სამი სატვირთო ავტომობილი. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც. წინასწარი ინფორმაციით, მათგან არავინ დაშავებულა. ამჟამად ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.