128-ე დღეა უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება
01.07.2022
უკან დაბრუნება
128-ე დღეა უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალები სარაკეტო და ავიაიერიშებს განაგრძობენ, სამიზნე კი ისევ მშვიდობიანი მოსახელობაა. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ოდესის ოლქზე მიიტანეს. ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, სამიზნეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და რეკრეაციული ცენტრი მოექცა, რასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა. ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი. მას ოკუპანტები აკონტროლებენ. უკრაინულმა ძალებმა სრული კონტროლი დაიბრუნეს კუნძულ ზმეინიზე. რუსეთმა კუნძულიდან სამხედროები გაიყვანა.