„სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენცია გაიხსნა
01.07.2022
უკან დაბრუნება
„სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებაზე ზურაბ აზარაშვილმა სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული სტანდარტების მდგრადი და ეფექტიანი სოციალური უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება, რისთვისაც მან დასავლელ პარტნიორებს მადლობა გადაუხდა. სოციალური დაცვის სისტემების რეფორმა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ინიციატივით დაიწყო. მისი მიზანი სოციალური პოლიტიკის განვითარება და სოციალურ დახმარებაზე წვდომის გაუმჯობესებაა.