ფოთში საინფორმაციო კამპანია „შინ ევროპისკენ” ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა
01.07.2022
უკან დაბრუნება
ფოთში საინფორმაციო კამპანია „შინ ევროპისკენ” ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ახალი სახალხო მოძრაობის წევრები მოსახლეობას ფლაირებს ურიგებდნენ რა დროსაც მათივე ინფორმაციით კამპანიის ჩაშლა საჯარო სამსახურის თანამშრომლებმა სცადეს. გიგი უგულავას და ლევან თარხნიშვილს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
საინფორმაციო კამპანიის ორგანიზატორების ცნობით, პირებს შორის რომლებიც ხელისუფლებამ ადგილზე მიიყვანა ფოთის საკრებულოში, "ქართული ოცნების" წევრები, მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები არიან.
ხმაურით მიმდინარეობდა კამპანია თელავშიც. სახალხო მოძრაობის წევრების თქმით შეხვედრების ჩაშლის მცდელობის მიუხედავად რეგიონებში აქტიურ შეხვედრებს მაინც გააგრძელებენ .