გარემოსდაცვითი საერთაშორისო კონფერენცია წყალტუბოში
30.06.2022
უკან დაბრუნება
გარემოსდაცვითი საერთაშორისო კონფერენცია წყალტუბოში.
პროექტი ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ მიზნად ისახავს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობას გარემოსდაცვის მიმართულებით.
კონფერენციის მონაწილეებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელბული გარემოსდაცვითი აქტივობები მიმოიხილეს:
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 5 დიდ სოფელში ნარჩენების სეპარირებული შეგროვება დაინერგა , შეძენილ იქნა ნაგავშემკრები ავტომობილი და 110 კონტეინერი, გაიმართა საგანმანათლებლო კონფერენციები, ტრენინგები, კონკურსები, მოეწყო დასუფთავების აქციები, ურთიეთანამშრომლობის მემეორანდუმი გაფორმდა 21 საჯარო სკოლასთან.
პროექტი ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია.