უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე ფართომასშტაბიანი ტყვეთა გაცვლა შედგა
30.06.2022
უკან დაბრუნება
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე ფართომასშტაბიანი ტყვეთა გაცვლა შედგა. ტყვეობიდან 144 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლეს. მათ შორის 95 აზოვსტალის დამცველია. გათავისუფლებულთაგან ყველაზე უფროსი ასაკის 65 წლისაა, უმცროსი - 19. მებრძოლთა უმეტესობას მძიმე დაზიანებები აღენიშნება. ჯარისკაცების განთავისუფლებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა.