შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს
30.06.2022
უკან დაბრუნება
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. მხარეებმა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და რეფორმების განხორციელების პროცესში ნატოს ჩართულობა განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად შექმნილი უსაფრთხოების მწვავე გარემოს.