შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო
29.06.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ ნიკეას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი გააპროტესტა., სადაც ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ფლაერების დარიგებისას, საჯარო მოხელეებმა ოპოზიციის აქტივობის ჩაშლა სცადეს. შუშანიას თქმით, ქალაქის მერი დაიმალა და საკრებულოს სხდომას არ დაესწრო, რადგან საჯარო მოხელეები ოპონენტებს უშაულოდ მისი დავალებით დაუპირისპირდნენ. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ, ინციდენტში მონაწილე საჯარო პირებს მადლობა გადაუხადა. ადამაძის ამ განცხადებას შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს.