შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვედა
29.06.2022
უკან დაბრუნება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვედა.
მხარეებმა შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარეობებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. თეა ახვლედიანი და კელი დეგნანი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.