ნაციონალური მოძრაობის განცხადებით,ქუთაისში საჯარო მოხელეები ოპოზიციის წევრებს ევროკავშირის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებაში ხელს უშლიდნენ
29.06.2022
უკან დაბრუნება
ნაციონალური მოძრაობის განცხადებით,
ქუთაისში საჯარო მოხელეები ოპოზიციის წევრებს ევროკავშირის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებაში ხელს უშლიდნენ. საკითხზე დღეს ოპოზიციამ მერიასთან ბრიფინგი გამართა და ქუთაისის მერი სააგიტაციო კამპანიის ხელისშეშლაში დაადანაშაულა. გიგა შუშანიამ იმ პირების ვინაობა დაასახელა,რომლებიც გუშინ, მისი თქმით, ნიკეას ქუჩაზე იყვნენ მობილიზებული და ოპოზიციის კამპანიის ხელშეშლას ცდილობდნენ.
ნაციონალური მოძრაობის განცხადებით ხელისშემშლელი პირები ქუთაისის მერიის თანამშრომლები არიან, და ისინი იოსებ ხახლეიშვილის უშუალო წარმომდგენლის ნინო ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებენ.