ქუთაისს სულ მალე 10 ახალი M2 კატეგორიის ავტობუსი მოემსახურება
29.06.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისს სულ მალე 10 ახალი M2 კატეგორიის ავტობუსი მოემსახურება. ტრანსორტი ქალაქის ძნელად მისადგომ უბნებს მოიცავს. ავტობუსები სრულად არის აღჭურვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, აქვე არის დამონტაჟებული ელექტრონული გადახდის აპარატები. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება გაჩერებებზე საინფორმაციო ტაბლოების მონტაჟი, რაც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს ტრანსპორტის გადაადგილების მარშუტისა და დროს ინტერვალის შესახებ მიიღოს ინფორმაცია. პროექტი ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ჯამური ღირებულება 1 449 380 ლარს მოიცავს. ავტობუსების პრეზენტაცის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქრურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.