ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულებაში ცვლილებებია
29.06.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულებაში ცვლილებებია. საკითხზე დღეს საკრებულოს მე- 8 სხდომაზე იმსჯელეს. ცვლილება გულისხმობს სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს, რაც მიკრო ავტობუსების სამგზავრო გადაზიდვებს ეხება. მერიის იურისტის ირაკლი გიორგაძის განმარტებით, ეს უფლებამოსილება მუნიციპალურ ინსპექციას გადაეცა.