იორდანიაში, წითელი ზღვის სანაპირსთან მდებარე აკაბას პორტში, ტოქსიკური ქლორის აირის გარემოში მოხვედრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი დაშავდა, ამის შესახებ BBC წერს. ოფიციალური ინფორმაციით, ამწის გაუმართაობის შედეგად, გადატანის დროს, ქიმიური ნივთიერების შემნახველი კონტეინერი გემზე ჩავარდა და აფეთქდა.ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.