ოდესის რეგიონში ოკუპანტების მიერ საცხოვრებელ ზონაზე თავდასხმის შედეგად დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი
27.06.2022
უკან დაბრუნება
ოდესის რეგიონში ოკუპანტების მიერ საცხოვრებელ ზონაზე თავდასხმის შედეგად დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, დამწვარია 500 კვ.მ-მდე ტერიტორია. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
გვიან ღამით დაიბომბა სუმის რეგიონი. გარდაიცვალა ერთი ადამიანი. დაზიანებულია რაიონის ოთხი დასახლების შენობები.
ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რვა დაიჭრა დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქშიც.
ხარკოვის ოლქის ჩუჰუივის დასახლებაში დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი ადგილობრივი და დაშავდა ერთი.
ზაპოროჟიეს დაბომბვის გამო ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი 84 ქუჩა, ბუნებრივი აირი კი 108 დასახლებას არ მიეწოდება.