შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უამინდობამ საქართველოში პრობლმები შექმნა
27.06.2022
უკან დაბრუნება
უამინდობამ საქართველოში პრობლმები შექმნა. უხვი ნალექის გამო მძიმე ვითარებაა მცხეთა-მთიანეთში. ადიდებული არაგვი გზაზე გადმოვიდა, რამაც გაართულა სატრანსპორტო მოძრაობა მლეთასთან და გუდაურისკენ მიმავალ გზაზე. დაიტბორა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლები. რთული მდგომარეობაა დაბა სიონშიც, სადაც შიდა გზებიც დაზიანდა. სტიქიის ზონიდან ორი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. უხვი ნალექის შედეგად, საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანის სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ჩაერთო. მოქალაქეთა გამოყვანა ხორციელდება კორშა, როშკა, ბარისახო და ჩარგლის სოფლებიდან.