საქართველოს პარლამენტის შენობასთან რუსთავის ორის მხარდასაჭერი მორიგი აქცია გაიმართა
15.10.2015
უკან დაბრუნება
საქართველოს პარლამენტის შენობასთან რუსთავის ორის მხარდასაჭერი მორიგი აქცია გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოსთან ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ, მათ ხელისუფლებას მედიისთვის მუშაბაში ხელისშეშლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. დღევანდელი აქციით ასევე მოითხოვეს 2 ოქტომბერს გამართული აქციის 3 მონაწილის გათავისუფლება, რომლებიც 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.