ბაღდათის- რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში ქორეოგრაფიული ანსამბლის "ბაღდათი" საიუბილეო კონცერტი ჩატარდა
27.06.2022
უკან დაბრუნება
ბაღდათის- რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში ქორეოგრაფიული ანსამბლის "ბაღდათი" საიუბილეო კონცერტი ჩატარდა. სახელმწიფო ანსამბლის დაარსებიდან 12 წელი გავიდა. ბაღდათის თეატრში მისულმა მაყურებელმა ძველი და ახალი თაობის მოცეკვავეების მიერ შესრულებული ნომრები იხილა. დასი წლების განმავლობაში ვითარდება, იზრდება და არაერთ ღონისძიებას მართავს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მრავალფეროვანი გახდა რეპერტუარიც. ანსამბლს ქორეოგრაფი ლერი ჭულუხაძე ხელმძღვანელობს.