უხვმა ნალექმა ქუთაისში პრობლემები შექმნა. წერეთლის, განჯისა და ფოთის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა ფოთის ქუჩაზე,სადაც თამარას ღელემ, რომლის კალაპოტიც დაზიანებულია, წყალი ვერ გაატარა, რის შედეგადაც მიმდებარე ტერიტორია სრულად დაიტბორა. პრობლემები იყო განჯის ქუჩაზეც.ადგილოობრივები სანიაღვრე სისტების არ არსებობაზე საუბრობენ და თვითმმართველობას დახმარებას თხოვენ.ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვთ და მის მოგავრებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.