უხვმა ნალექმა იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა
23.06.2022
უკან დაბრუნება
უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელო ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შეიქმნა. წყალმოვარდნების შედეგად დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები.
ამ დროსთვის თითქმის დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები. მუნიციპალიტეტებში შექმნილია სპეციალური კომისიები და მიმდინარეოს ზარალის დათვლა.