საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების 28 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
23.06.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების 28 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა უწყების წარმომადგენლებს სამსახურის მიმართ გამოჩენილი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.
სტუმრებს სიტყვით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემაც მიმართა, რომელმაც ასევე, საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ირაკლი ღარიბაშვილმა, ახალი სპორტული მოედანი, კინოლოგიური ვოლიერები და სპორტული დარბაზი დაათვალიერა. ღონისძიებაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 12 თანამშრომელი მედლით დაჯილდოვდა.