რუსული აგრესია უკრაინაში უკვე 118 დღეა გრძელდება
21.06.2022
უკან დაბრუნება
რუსული აგრესია უკრაინაში უკვე 118 დღეა გრძელდება. ოკუპანტები ქვეყენის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგებს უტევენ. იბომბება ხარკოვი. რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში ოდესის სასურსათო საწყობზეც მიიტანეს.
იბომბება დონეცკი, ლუგანსკის ოლქის ქალაქები. ოლქის გუბერნატორის თქმით, რუსული ძალები სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ნაწილში შევიდნენ. ქალაქის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ, „აზოტის“ ქიმიური ქარხანაა. საწარმოს 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 24 თებერვლიდან 21 ივნისამდე, 34 100 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, მათ შორის, 300 მათგანი მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.