უკრაინაში საოკუპაციო ძალები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ისევ ბომბავენ
20.06.2022
უკან დაბრუნება
უკრაინაში საოკუპაციო ძალები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ისევ ბომბავენ. ოკუპანტთა სამიზნე მიკოლაევის ოლქის ქალაქი ოჩაკოვა გახდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი დაშავდა. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა სუმსა და ხარკოვზეც. დნეპროპეტროვსკში კი, ნავთობბაზის დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. პარალელურად, ოკუპანტები აღმოსავლეთის ფრონტზე პოზიციების გამყარებას ცდილობენ, თუმცა უკრაინული მხარის მონაცემებით, სევეროდონეცკის, სლავიანსკისა ბახმუტის მიმართულებით მათი იერიშები შეჩერებულია.უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლა, ხოლო ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე მოკლულ რუს ჯარისკაცთა რიცხვმა 33 800-ს მიაღწია.