ბანგლადეშში მეხის დაცემისა და მეწყრების შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა
20.06.2022
უკან დაბრუნება
ბანგლადეშში მეხის დაცემისა და მეწყრების შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წვიმის სეზონი და წყალდიდობა ფიქსირდა. ინდოეთში კი სტიქიამ სულ მცირე 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამძებრო-სამაშველო პროცესში ათასობით პოლიციელი და ჯარისკაცია ჩართული. სინოპტიკოსების პროგნოზით უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.