ქალთა ფონდ ‘სოხუმის“ ინიციატივით ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში - დევნილთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
20.06.2022
უკან დაბრუნება
ქალთა ფონდ ‘სოხუმის“ ინიციატივით ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში - დევნილთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში მსურველებს სოხუმური ყავის დაგემოვნება შეეძლოთ. ქალთა ფონდის წარმომადგენლებმა, რომელთა უმრავლესობაც აფხაზეთიდანაა, სტუმრებისთვის სიმბოლური ფოტოსესია „სოხუმის სანაპიროსთან“ , პოლიმერულ თიხაზე მუშაობის არტ/მასტერკლასი ინტერაქციით და მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
ფონდი „სოხუმი“ უკვე 25 წელია აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა პოლიტიკური როლის გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი აქტიურად ჩართვის მიმართულებით.