გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
17.06.2022
უკან დაბრუნება
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის ფარგლებში, ფონდი უნივერსიტეტის ათი წარმატებული სტუდენტისთვის, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან, სპეციალურ წამახალისებელ სტიპენდიას გამოყოფს.
„მომავალი პედაგოგის“ სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა ფონდმა 2020 წელს პირადი ინიციატივით დაიწყო. მიზანი კი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაა. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფონდს 6 სახელმწიფო უნივერსიტეტში 60-მდე სტიპენდიანტი ჰყავს.