შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მე-17 ტური და გამარჯვებული ქუთაისის ტორპედო
17.06.2022
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მე-17 ტურს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა,სადაც ქუთაისის ტორპედომ ბოლნისის სიონი მიიღო. აღსანიშნავია, რომ რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ,ამიტომ ტორპედოს ზესტაფონში მასპინძლის სტატუსით თამაში უწევს. შეხვედრა ქუთაისის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. მატჩის პირველ ტაიმში,ტორპედოელებმა 2ბურთის გატანა შეძლეს. გოლები ლევან მჭედლიძემ და აკაკი შულაიამ გაიტანეს. ხოლო შეხვედრის მეორე ნახევარში აკაკი შულაიამ დუბლი შეასრულა და შესაბამისად, შეხვედრაც ტორპედოელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა. მოპოვებული 3 ქულით ტორპედო გათამაშების ცხრილში 21 ქულით კვლავ მე-7 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას ქუთაისის გუნდი 21 ივნისს,ბათუმში გათამაშების ლიდერს,დინამოს ესტუმრებიან.