საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2022“ საზეიმოდ გაიხსნა
17.06.2022
უკან დაბრუნება
საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2022“ საზეიმოდ გაიხსნა. ქუთაისის,ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში ფესტივალის ფარგლებში პირველი წარმოდგენა ზესტაფონის,უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრმა გამართა. წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი განსხვავებული შინაარსის სპექტაკლების გარდა,მაყურებელი ყაზახეთის თეატრისა და თბილისის ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენებს ნახავს. სულ ნაჩვენები იქნება 17 სპექტაკლი. მაყურებელს საშუალება ეძლევა 16 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მისთვის სასურველ წარმოდგენას დაესწროს. ხოლო დახურვის ღონისძიება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში 1 ივლისს გაიმართება. სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.