შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შინაგან საქმეთა სამინისტრო ეგრეთ წოდებული "ქურდული" მენტალიტეტისა და "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს
17.06.2022
უკან დაბრუნება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ეგრეთ წოდებული "ქურდული" მენტალიტეტისა და "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად აჭარაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების ეგრეთ წოდებული "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს და ეგერთ წოდებულ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, დიდი ოდენობით ფული და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება. ეგერთ წოდებული „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.