თერჯოლში დაკავებული სპორტსმენის ლაშა დევიძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
16.06.2022
უკან დაბრუნება
თერჯოლში დაკავებული სპორტსმენის ლაშა დევიძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა დევიძის დაკავება გააპროტესტეს.
მათი განმარტებით, 27 წლის სპორტსმენი თერჯოლის რაიონულმა პოლიციამ უკანონოდ დააკავა,მას იარაღის უკანონოდ ტარება ედება ბრალად ,აქციის მონაწილეების მტკიცებით, ასევე არასწორია ბრალდება, რომ დევიძემ სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.