გულის კლინიკის ,ფარმაცევტული კომპანიისა და მედიკოსების ერთობლივი ინიციატივით ქუთაისში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ჰიპერტენზიის უფასო სკრინინგი ჩაეტარებინა,დაედგინა სისხლში შაქრის დონე და გადაეღო კარდიოგრამა. საჭიროების შემთხვევაში კი პაციენტებს ექოსკოპიური კვლევებისთვის კლინიკაში ამისამართებდნენ.
მაღალი არტერიული წნევა, მსოფლიოში სიკვდილიანობის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია .
ქუთაისში უფასო კვლევები 2 დღის განმავლობაში რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა.