17-18 ივნისს ქუთაისში პირველი როკ-ფესტივალი როკ’აია ჩატარდება
16.06.2022
უკან დაბრუნება
17-18 ივნისს ქუთაისში პირველი როკ-ფესტივალი როკ’აია ჩატარდება. ღონისძიება ხვალ 20:00 საათზე,ვერიკო ანჯაფარიძის სკვერთან დაიწყება. როკის მოყვარულების წინაშე ჯგუფები SiLENCE, ,CYCLE ERROR და ,,დაგდაგანი“ წარსდგებიან.
18 ივნისს კი,იმავე ადგილსა და დროს,ფესტივალზე 4D MONSTER LOBSTERS, ,,ნუ მიეყრდნობი“ LOUDspeakersდა კიდევ ერთ-ერთი გამორჩეული როკ-შემსრულებელი გამოვა,რომლის ვინაობასაც ორგანიზატორები სიურპრიზად ტოვებენ.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.