იმერეთში ნარკო რეალიზატორები დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იმერეთში,თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“, „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, „ალფაპვპ“ და „ბუპრენორფინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.