შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, მოადგილესთან, სოსო გიორგაძესა და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსთან, ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს შეხვდა
14.06.2022
უკან დაბრუნება
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, მოადგილესთან, სოსო გიორგაძესა და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსთან, ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს შეხვდა. მინისტრმა სპორტსმენებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული შედეგი მიულოცა და გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა. სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიულად საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სპორტსმენებმა 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.