შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით რუსული აგენტურული ქსელია გააქტიურებული
14.06.2022
უკან დაბრუნება
სტრატეგია აღაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით რუსული აგენტურული ქსელია გააქტიურებული. მათთვის იდეოლოგიური წყარო კი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებებია. გიორგი ვაშაძემ ამასთან დაკავშირებით ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.ვაშაძის თქმით, ქართველი ხალხის დამოკიდებულება ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ერთიანია. განცხადებებს მალე პასუხი გაეცემა. გიორგი ვაშაძემ ასევე ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინზე.