შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკრაინაში ომის 110-ე დღეა
13.06.2022
უკან დაბრუნება
უკრაინაში ომის 110-ე დღეა. რუსულმა ძალებმა საჰაერო იერიში დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე მიიტანეს, დარტყმის ტალღამ დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, არიან დაჭრილები. გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაივის დასახლებებშიც. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში ოკუპანტების კონცენტრაციის უბანზე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში განახორციელეს, რის შედეგადაც რუსულმა მხარემ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში დამატებით 150 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ჯამში, მოკლული რუსი სამხედროების რიცხვმა 32 300-ს მიაღწია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ფეისბუქ გვერდძე გამოქვეყნებულ ვიდეოში უკრაინის ტერიტორიაზე ომის მიმდინარეობა შეაფასა.