კოჯორში იუნკერთა მემორიალთან, ახალგაზრდული ლეგიონის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
13.06.2022
უკან დაბრუნება
კოჯორში იუნკერთა მემორიალთან, ახალგაზრდული ლეგიონის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრნენ. მონაწილეებს რომლებმაც სამხედრო და სალაშქრო კურსი წარმატებით დაასრულეს, ახალგაზრდული ლეგიონის სამხრეები და სერტიფიკატები გადაეცათ. მათ 10-კვირიანი პროგრამის ფარგლებში, საბაზისო სამხედრო და სალაშქრო სწავლება გაიარეს. კურსის დასრულების შემდეგ, ისინი ლეგიონში გაწევრიანდნენ.