შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა
13.06.2022
უკან დაბრუნება
13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა. წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 2 პირი დაიკარგა. წყლის მოვარდნამ საცხოვრებელი სახლები გაანადგურა, მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია, რასაც ზოოპარკის ბინადართა ნაწილიც ემსხვერპლა. ცხოველებმა რომლებმაც გადარჩენა მოახერხეს, ვოლიერებს თავი დააღწეს და ქალაქში დაიფანტნენ. 2015 წელს მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდაც იქცა. „მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს, ბეჰემოტი „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.